13 ივნისის შემდეგ ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 592 კი დაიჭრა

Published:

13 ივნისის შემდეგ ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 592 კი დაიჭრა. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა.

დარტყმები ისრაელში 30 ლოკაციაზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 224 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 1481 პირი. უწყების ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img