შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია გახდა

Published:

ფინანსთა სამინისტრო ავრეცლებს ინფორმაციას, შემოსავლების სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაიას დანიშნვის შესახებ:

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა.

აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა”, – წერია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img