კირ სტარმერი – ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებში არ შედის

Published:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავშეკავებისკენ მოუწოდა ისრაელის მიერ ირანის რამდენიმე სამიზნეზე თავდასხმის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ირანსა და ისრაელს მოუწოდა სასწრაფოდ განმუხტონ დაძაბულობა.

კირ სტარმერმა ისრაელის დარტყმების შესახებ ცნობებს „შემაშფოთებელი“ უწოდა.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეამცირონ დაძაბულობა და უკან დაიხიონ. ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებში არ შედის. ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ჩვენ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ დეესკალაციისთვის. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიასთან დაბრუნების დროა, – წერს სტარემერი  X-ზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img