ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი.
მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამი დაიღუპა.
ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება.