სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია მათე დევიძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“წევს 21 წლის მათე დევიძე ცხელ საკანში, უგემურ მატრასზე, უყურებს ჭერში გამოკიდებულ უსასრულო წყვდიადს და ფიქრობს, სად იპოვოს სინათლე.
დგას ათასობით ადამიანი იქ, სადაც მათე დაიჭირეს და ერთმანეთში პოულობენ 21 წლის ბიჭისგან ასხლეტილი სინათლის ნაპერწკლებს.
და როცა ამ პატარა ნაპერწკლების შეერთებით დიდი სხივი გაანათებს, მათეს გაახსენდება, სინამდვილეში სად უნდა ეძებოს – საკუთარ თავში.
ჩვენ ვიპოვეთ მასში.
დარწმუნებული ვარ, თვითონაც მალე მიაგნებს.
ნუ დადარდიანდებით.
სწორდით! სმენა!
სინათლისკენ!”, – წერს სათო სიმონია.
შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.