Daily Mail – ჩინეთში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

Published:

ჩინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, HKU5-CoV-2 აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს.

ინფორმაციას Daily Mail ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს HKU5-CoV-2 ე.წ. მერბეკოვირუსების ოჯახს მიეკუთვნება. ამ ოჯახში, ასევე, სასიკვდილო MERS-CoV-იც შედის, რომელიც 34%-მდე ლეტალობის მქონე ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის ვირუსია. ეს არის ზოონოზური პათოგენი, რომელიც ბაქტერიული აქლემებიდან ადამიანებზე გადადის და იწვევს მძიმე რესპირატორულ დაავადებებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img