12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ – განკარგულება დღეიდან ამოქმედდა

Published:

დღეიდან ძალაში შევიდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შტატებში შესვლას იკრძალება.

ეს ქვეყნებია: ავღანეთი, მიანმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.

თეთრი სახლის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ეროვნული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით მოხდა.

ამასთან, კიდევ შვიდი ქვეყნის – ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას – მოქალაქეებს დაუწესდათ ნაწილობრივი სამგზავრო შეზღუდვები.

დონალდ ტრამპი იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა, ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img