მარკ რუტე „ობობის ქსელზე“ – არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, რომ ყველა ოპერაციაზე კომენტარი არ გავაკეთოთ

Published:

რდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტე გამოეხმაურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია „ობობის ქსელს“ , რომლის შედეგადაც რუსეთის აეროდრომებზე 41 თვითმფრინავი განადგურდა ან სერიოზილად დაზიანდა.

რუტემ ამის შესახებ ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კვირას, 1-ელ ივნისს მომხდარი მოვლენების კომენტირებისას, რუტემ აღნიშნა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპერაცია „ობობის ქსელის“ დროს განადგურებული რუსული თვითმფრინავები ის შესაძლებლობები იყო, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებდა.

„ეს იყო საშუალებები, რომლებსაც რუსეთი იყენებდა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის და უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზემოქმედებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად უნდა გავითვალისწინოთ“, – თქვა რუტემ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე უპასუხა შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა აღნიშნული უკრაინული ოპერაცია რუსეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

რუტეს თქმით, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, რომ არ გააკეთოს კომენტარი ყველაფერზე, რაც ბრძოლის ველზე ხდება.

„უკრაინას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ყველა მოკავშირეს სურს, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში საუკეთესო პოზიციაზე იყოს. ჩვენ გვსურს, რომ ამ კონფლიქტს სამუდამოდ დასასრული ჰქონდეს“, – განაცხადა რუტემ.

ამასთან, როგორც რუტემ დასძინა, ასეთ ოპერაციებზე კომენტარის გაკეთება ყოველთვის სასარგებლო არ არის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img