საია – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

Published:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სტუდია მონიტორმა“ და „საქართველოს ამბებმა”, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რომლითაც მოთხოვნილია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს წარადგინეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაცია და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img