კახეთში შუახნის კაცი მოზარდი შვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცი 14 წლის შვილზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს.