გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელიას, საჩუქრად, გრიგოლეთში მდებარე პრემიუმ კლასის აპარტამენტი გადაეცემა!
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „სფერო ჰოლდინგი“ სპორტსმენების ღვაწლს საჯაროდ აღიარებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, ვინც საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენს.
უმსხვილესი კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ მზად არის, დააფასოს და სტიმული მისცეს მომავალ თაობას, ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით დიდი წარმატების მიღწევას შეძლებს.
ხვიჩამ საქართველოს დროშის გამოჩენით მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნო ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი ქვეყანა, ეს ფაქტი სიამაყესა და სიხარულს გვანიჭებს.
ხვიჩა, მადლობა დაუვიწყარი ემოციებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ გამარჯვებას!