უკრაინა განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.
„ძალიან მადლიერი ვარ პოლონეთის საელჩოსი, პოლონეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ასევე უკრაინის საელჩოს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებზე, რომლებიც ფაქტობრივად, ყველასკენაა მიმართული. ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. როგორც ვიცით, საქართველოს 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ასე რომ, ეს არის ექსპერტების შეხვედრა და დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს წვლილს ამ შეხვედრაში, რომელიც ეხება რუსეთის იმპერიალისტურ მიდგომას ყველას მიმართ. რაც ვისწავლეთ არის ის, რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ. რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომლის სამიზნეც მეზობელი ქვეყნებია. რუსეთის ქმედებები, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ – სასტიკი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი აგრესია, ასევე სხვა ჰიბრიდული ქმედებები მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, სათანადო პასუხს საჭიროებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ მტკიცე და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“, – განაცხადა ელჩმა.
ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა..
“მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველოში მიღებული ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. ეს არაერთხელ იყო ნათქვამი ევროპის საბჭოს, ჩვენი ყველა ლიდერის მიერ.
ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს – გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, გთხოვთ, დაგვიახლოვდით და ნუ წახვალთ ჩვენგან შორს. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებები სრულიად იგნორირებულია. უარესი კი, არის ის, რომ ჩვენ რასაც ვხედავდით საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში ხალხს სცემდნენ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
როგორც არაერთხელ აგიხსენით, იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ამავდროულად, ევროკავშირის დონეზე, ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება მიღწეული“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავსჰირის ელჩის განცხადებით, გასულ წელს რაც ვნახეთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის თუ არა დემოკრატიული ქვეყანა და მართლა სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
„როგორც ჩემმა ხელმძღვანელებმა არაერთხელ გაიმეორეს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ჩვენ განვავითარეთ პრივილეგირებული ურთიერთობები საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსს. ყველაფერი ეს დაეფუძნა გაგებას, რომ საქართველო ჯერ არის დემოკრატიული ქვეყანა და მეორე, რომ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს. რაც ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს, თუ საქართველო ჯერ კიდევ არის დემოკრატიული ქვეყანა და მართლა სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება, გადავიაზროთ ყველა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა არის თუ არა ჯერ კიდევ დამსახურებული. ეს განხილვა ბრიუსელში გრძელდება“, – განაცხადა ელჩმა.