UFC 315-ზე ჯეკ დელა მადალენამ ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი ბელალ მუჰამედი დაამარცხა. ამ ბრძოლამდე ცნობილი იყო, რომ თუკი ბელალი დამარცხდებოდა, ამჟამად მსუბუქი წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ნახევრად საშუალო წონაში ავიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისლამისა და ილია თოფურიას ბრძოლა არ შედგებოდა. როგორც ჩანს, ასეც მოხდება, რადგან მადალენა-ბელალის ბრძოლის შემდეგ, ისლამმა X-ზე ასეთი შინაარსის პოსტი დაწერა:
“დროა, ორი წონის ჩემპიონი გავხდე”.
ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირასთან, ხოლო ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენასთან იჩხუბებს.