თალიბანმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალა

Published:

თალიბანის ხელისუფლებამ ავღანეთის მასშტაბით ჭადრაკი აკრძალა  და ეს თამაში აზარტული თამაშებში შეიყვანა, რაც ისლამური კანონმდებლობით აკრძალულია. ინფორმაციას france 24  ავრცელებს.

ავღანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ გასულ წელს მიღებული „სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებების პრევენციის შესახებ“ კანონის თანახმად, ჭადრაკი აკრძალულია, როგორც „აზარტული თამაშების ინსტრუმენტი“.

„ჭადრაკთან დაკავშირებით რელიგიური წინააღმდეგობები არსებობს. სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება, თამაში შეჩერებულია,“ – განაცხადა ავღანელმა ოფიციალურმა პირმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img