მარკო რუბიომ ფრიდრიხ მერცთან და დევიდ ლამმთან უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა

Published:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის ახალ კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლამმთან, რომლის დროსაც განიხილეს ევროპელი ლიდერების კიევში ერთობლივი ვიზიტის დეტალები. ამის შესახებ აშშ-ის სახეკმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

მერცმა და  რუბიომ გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„უკრაინასთან დაკავშირებით, მათ განიხილეს კანცლერთან, პრეზიდენტ მაკრონთან, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან, პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და პრეზიდენტ ზელენსკის შორის კიევში გამართული შეხვედრა და უკრაინაში ომის დასრულების ჩვენი საერთო მიზანი“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ლამმთან საუბრისას რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ მისი პრიორიტეტი კვლავ „საბრძოლო მომქედებების დასრულება და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტაა“. მხარეებმა ასევე განიხილეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img