მოქალაქე დათა კუპრავა, რომელსაც დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ სასამართლოში “აბსურდული” კითხვები დაუსვეს

Published:

“როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა – სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი. კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ. მე მათ მკაფიოდ ავუხსენი რომ ამ ტერიტორიაზე ორი წელია დავდივარ, თითქმის ყოველდღე მიწევს მისვლა, ქალბატონ ნინო წილოსანზე ხშირადაც შეიძლება ვიყო იმ ტერიტორიაზე”, – თქვა კუპრავამ.

ე.წ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი მოქალაქეს “ადევნებაში” ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ნინო წილოსანმა შსს-ს მიმართა

საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ნინო წილოსანი ინტერვიუს აძლევდა, მოქალაქე დავით კუპრავამ ამ დროს ავტომობილით ჩაიარა, დაუსიგნალა და “მოღალატე” უწოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img