მწერალი ლაშა ბუღაძე კიდევ ერთ ორიგინალურ გამოსავალს გვთავაზობს, როგორ ავარიდოთ თავი სოციალურ ქსელში გინებას ისე, რომ ვერც საქმის წარმოება დაიწყონ და სათქმელიც ნათლად იყოს ნაგულისხმევი:
“და უბრალოდ კონსტატაცია რომ იყოს? მაგალითად, მარიამ ლაშხს მიემართოს ასე: “შე მარიამ ლაშხო”, ან შალვა პაპუაშვილს “შე შალვა პაპუაშვილო”, ანდა სხვებსაც, ვისშიც შესაძლოა ამ ორის თვისება ამოვიცნოთ: შე შალვავ – ვთქვათ ასე?! რადგან განა რა ჩვენი ბრალია, რომ ამად, ამ კაცებად და ქალებად ყოფნაა თავად შეურაცხყმყოფელი?! “შე კობახიძევ” – უკვე პრობლემაა, არა? დაკნინებას გავს, არადა რას ვამბობთ ასეთს, მხოლოდ გვარს…”
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული შეფასებითი ტექსტის გამო, რომელიც, შესაძლოა, უცენზურო სიტყვებს ან სიტყვებს “ოლიგარქი”, “მონა”, “რუსი” და ა.შ. შეიცავდეს, სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყო. სასამართლოში უკვე დაიბარეს 20-ზე მეტი სამოქალაქო აქტვისტი, ჟურნალისტი სხვადასხვა პროფესიის მოქალაქე.