სია განახლებულია: ვინ დაიბარეს სასამართლოში Facebook-პოსტების გამო?

Published:

11 ივნისის საღამოდან მოყოლებული, იზრდება იმ ადამიანების სია, ვინც სასამართლოშია დაბარებული სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი “ფეისბუქის” პლატფორმაზე, პოლიტიკური შინაარსის პოსტების გამოქვეყნების გამო, რომლებსაც უმრავლესობის დეპუტატები ღირსების შემლახავსა და შეურაცხმყფელს უწოდებენ. ერთ-ერთი დეპუტატი, მარიამ ლაშხი მსგავსი პოსტების ავტორებს, ძირითადად, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უჩივის.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ სასამართლოში დაბარებული არიან:

ნანუკა ჟორჟოლიანი, მარიამ გეგუჩაძე, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, ანა სუბელიანი, ეკა მიშველაძე, ელენე ხოშტარია
ალეკო ელისაშვილი, ბაია პატარაია, გიორგი ქადაგიძე, დეა მამისეიშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიშა მშვილდაძე, დათო ქაცარავა, ლევან ხაბეიშვილი. სია არასრულია.

ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივრის მიზანია “მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img