ცნობილი მოდელი, ტიკტოკერი, ჟურნალისტი და ინფლუენსერი ნინა დრამა, რომლის საქმიანობაც UFC-ის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ეხება, საქართველოში ჩამოდის.
ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ახლა 1 კვირით საქართველოში მივდივარ ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად,მერე აზერბაიჯანში წავალთ. შემდეგ კი დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად”, – აღნიშნა დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე.
სამოგზაურო წვრილმანები უკვე მოგვარებულია, რადგან ნინა დრამამ გამომწერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის საქართველოში ხვალ ჩამოფრინდება. მერაბ დვალიშვილისა და მისი გიჟური თავგადასავლების ყურება მსურველებს პირდაპირ ეთერში შეეძლებათ
“მეგობრებო! ხვალ მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში მოვფრინავ! ჩვენს თავგადასავლებს კი პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ!შემომიერთდით https://kick.com/ninadram-ზე და უყურეთ ჩვენს გიჟურ “ლაივსტრიმს“.
მიყვარხართ!“ – წერს ინფლუენსერი.
ცნობისთვის, 8 ივნისს, მერაბმა UFC 316-ზე შონ ო’მალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. მერაბმა პირველად ჩემპიონობა სწორედ შონთან გამარჯვების შედეგად მოიოპვა, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტული უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით დაიცვა.