კურსკთან F-16-მა რუსული Су-35 ჩამოაგდო – რუსეთ-უკრაინის ომში ახალი ერა იწყება

Published:

“პირველად ისტორიაში, დასავლურმა F-16-მა ჩამოაგდო რუსული Су-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი — უკრაინამ საჰაერო ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა”— წერს გერმანული გამოცემა Bild.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საჰაერო ოპერაციაში უკრაინას გამოუყენებია შვედური SAAB 340 AEW&C-ს ტიპის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და საავიაციო ოპერაციების მართვის თვითმფრინავი, რომელთა უკრაინისთვის გადაცემა ოფიციალურად აქამდე არ ყოფილა გახმაურებული…. ანუ, გამოდის, რომ ამ ტიპის დაპირებული 2 თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ძალებს უკვე მიუღია.

BILD-ის თანახმად, გუშინ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის თავზე, სუმის ოლქის დაცვისას, რუსული Су-35 ჩასაფრებაში მოყვა: უკრაინელთა შვედურმა AWACS-მა, Saab 340 AEW&C-მა რუსული საფრენი აპარატი დააფიქსირა საზღვრიდან 200–300 კმ-ში და კოორდინატები გადასცა უკრაინელთა F-16-ის ერთ-ერთ ბორტს…. მიღებული მონაცემების საფუძველზე F-16-მა გაუშვა AIM-120 AMRAAM-ის ტიპის აქტიურ-რადიოლოკაციურ თავაკიანი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა და ჩამოაგდო ოკუპანტების Су-35.

შემთხვევა მოხდა კურსკის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 16 კმ-ის დაშორებით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img