CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ღვინოებმა WinExpo-ს გამოფენაზე საპრიზო ადგილი დაიკავეს

Published:

6-8 ივნისს, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo 2025 – გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამი“ და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი, საუნივერსიტეტო სტენდზე კი შემდეგი სახეობის ღვინოები იყო წარმოდგენილი: ოკამი (ქვევრის წითელი), ოკამი (თეთრი მშრალი ღვინო), თავკვერი (ქვევრის წითელი), ჩინური-გორული მწვანე (ქვევრის ქარვისფერი), ხაშმის საფერავი (ქვევრის წითელი), რქაწითელი (ქვევრის ქარვისფერი) და შავკაპიტო (ქვევრის წითელი).

„ეთნო ოკამის“ ღვინოების დამზადება ეფუძნება ორიგინალურ, ქართულ ავთენტურ ტექნოლოგიებს. ისინი სხვადასხვა წლებში წარდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა თუ ღონისძიებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობა „ეთნო ოკამი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თავად არის ოკამის ადგილწარმოშობის დასახელების სპეციფიკაციის ავტორი და გამოფენაზე მოსულ სტუმრებსაც ღვინო ,,ოკამის” დაგემოვნება მხოლოდ აღნიშნულ სტენდთან შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის დასკვნით დღეს პრიზიორები გამოვლინდნენ, სადაც „ეთნო ოკამის“ ხუთი საკონკურსო ნიმუშიდან ოთხი სახეობის ღვინო გამარჯვებული ბრინჯაოს კატეგორიაში გახდა. ესენია: ჩინური-გორული მწვანე – 2021; ოკამი (თეთრი) – 2023; ოკამი (წითელი) – 2023; ხაშმის საფერავი – 2021.

WinExpo-ს ფარგლებში გამართულ გამოფენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო მეღვინეობა „ეთნო ოკამთან“ ერთად სხვადასხვა ღვინის კომპანიებსაც წარადგენდნენ.

აღსანიშნავია, რომ WinExpo ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ქართველი მეღვინეებისათვის, რათა საკუთარ პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე წარადგინონ. ქართველი ღვინის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს გამოფენის მასშტაბსა და მნიშვნელობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img