ბადრი ჯაფარიძე – ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში

Published:

ეს არის ყალბი კომისია, ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია იმ პერიოდში, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიცოინერ პოლიტიკოსს თეა  წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო ასამართლებენ. 

ჯაფარიძემ თქვა, რომ “პარლამენტის უკანონო კომისიას არ აღიარებს”.

“ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე. ეს კომისია ვითომდა 2003-2012 წლის თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიებისთვის შეიქმნა. არანაირი თანამდებობა მე არ მქონია ამ პერიოდში. კომისიის 50% მინიმუმ უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისგან. ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი. ეს ხომ დაცინვააა. ეს არის ყალბი კომისია. ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაში, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს. ცხადია, რომ ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული, ჩემი დაბარება მოხდა ჩემი დისკრედიტაციის. არანაირი კავშირი ამ სისხლის სამართლის საქმეს კანონთან და სამართალთან არ აქვს. გარდა ამისა, ის მოსაწვევი, თუ რა დავარქვა არ ვიცი, არ მიმიღია. არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო მოწვევა არ მიმიღია. ეს კომისია არის უკანონო და მისი ე.წ. მოწვევა არის უკანონო. მაგრამ მე ეს არ მიმიღია და მე მას არ გავცნობივარ”, – თქვა სასამართლოზე ბადი ჯაფარიძემ. 

დრევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი- პარლამენტის  თანამშრომელი  და საქმის გამომძიებელი. სწორედ ეს მოწმეები დაიკითხნენ “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესზეც.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ “პრიველებთან” განაცხადა, დღევანდელმა სხდომით კიდევ უფრო დადასტურდა, რომ საქმე “მართლა შეთითხნილია”.

ეს იყო პირდაპირ დადასტურება, რომ ეს არის მართლა შეთითხნილი საქმე, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დევნას. იმდენი კანონია ფეხქვეშ გათელილი. სიმართლე გითხრათ, ამ ახალგაზრდა პროკურორების მიმართ გამიჩნდა, რადგან ისინი ვალდებულები გახადეს შეასრულონ ის, რაც არის უკანონო. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ჩემი საგამოძიებო კომისიაზე დაბარების”, – განაცხადა ჯაფარიძემ.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img