კიტ კელოგი – რუსულ სამხედრო ბაზებზე უკრაინული დრონებით თავდასხმამ რუსეთის მხრიდან ომის ესკალაციის რისკი გაზარდა

Published:

რუსეთის სამხედრო ბაზებზე უკრაინული დრონებით თავდასხმამ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციის რისკი გაზარდა. ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

კელოგი მიიჩნევს, რომ როდესაც მოწინააღმდეგის ეროვნული გადარჩენის სისტემა, კერძოდ, მისი ბირთვული ტრიადა, თავდასხმის ქვეშაა, მაშინ „რისკის დონე იზრდება“.

მასთაბ, კელოგმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი რეაგირება ექნება კრემლს ამ საკითხზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს აშშ-ის ხელისუფლება, რადგან ამ ეტაპამდე მიღწევა არასასურველი იქნებოდა.

კელოგი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ოპერაცია „ობობის ქსელის“ ფსიქოლოგიური ზეგავლენა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ბომბდამშენების განადგურებით რუსეთის ფედერაციისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი.

ის მიიჩნევს, რომ უკრაინულმა სპეცოპერაციამ რუსეთის ფედერაციის იმიჯს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, რაც აჩვენებს, რომ „უკრაინა დანებებას არ აპირებს“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img