თურქეთის ქალაქ მარმარისში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

Published:

თურქეთის ქალაქ მარმარისში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მუღლის პროვიცინციის გუბერნატორის ცნობით, 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

დაშავდა 69 ადამიანი, რომლებიც პანიკური შეტევისა და სიმაღლიდან ხტომის შედეგად დაზიანდნენ. მათ შორის 16-მა ადამიანმა სამედიცინო დახმარება ადგილზე მიიღო. 8 ამ დროისათვის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 46 კი მკურნალობას კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის სერიოზული ნგრევა არ დაფიქსირებულა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img