სარფის საბაჟოზე ხელბარგიდან 1245 აბი “სუბოტექსი” ამოიღეს

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1988 წელს დაბადებული ი.ლ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ი. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img