ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები მზად იქნებიან სტამბოლში პროდუქტიული შეხვედრებისთვის

Published:

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთის დელეგაცია მზად იქნება სტამბოლში პროდუქტიული შეხვედრისთვის, თუმცა დაასახელა საკითხები, რომელთა განხილვაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ ამის შესახებ „ბუქარესტის ცხრიანისა“ სკანდინავიური ქვეყნების სამიტის წინ განაცხადა.

„დღეს დილით ადრე ვესაუბრე ჩემს თავდაცვის მინისტრს – ისინი შეხვედრისთვის ემზადებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები პროდუქტიული შეხვედრებისთვის მზად იქნებიან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა დავეყრდნოთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია: უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, გატაცებული ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები, ასევე „სამოქალაქო პატიმრებისა და ჟურნალისტების, პოლიტიკური პატიმრების“ საკითხი. მან ხაზი გაუსვა ყველა მათგანის სახლში დაბრუნების მნიშვნელობას.

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს სტამბოლში გაიმართება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომუკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წინ გერმანიასთან, იტალიასა და დიდ ბრიტანეთთან პოზიციები შეათანხმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img