ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ კაროლ ნავროცკის. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა.
Congratulations to @NawrockiKn.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 2, 2025
I’m confident that the EU will continue its very good cooperation with Poland.
We are all stronger together in our community of peace, democracy, and values.
So let us work to ensure the security and prosperity of our common home.