გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

Published:

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი აცხადებს, აღნიშნული ბაჩიაშვილს ლოჯისტიკურ საკითხად განუმარტეს, ვინაიდან ის ბრალდებულია და სასამართლო პროცესებზე სიარული მოუწევს.

„გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება, მე და ჩემი კოლეგა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ვიყავით მისული, იქ, სადაც ის ბოლოს დავტოვეთ, გვითხრეს, რომ გლდანში იყო გადაყვანილი. გიორგის შევხვდით, მისი საპატიმრო პირობები ფაქტობრივად უცვლელია. მისი გადაყვანა პენიტენციური სამსახურის მხრიდან ზეპირსიტყვიერად მისთვის ახსნილი იყო, როგორც ლოჯისტიკური ხასიათის საკითხი. მოგეხსენებათ, ის ბრალდებულის სტატუსითაა, მას სასამართლო განხილვები ექნება და იქ უნდა იაროს“, – განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, რამდენად იქნება გლდანის მე-8 დაწესებულებაში ბაჩიაშვილის უსაფრთხოების საკითხი დაცული, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს „ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს“.

„ამის წინასწარ თქმა გაჭირდება, მაგრამ ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც არ უნდა იყოს, პროცესის მუდმივ მონიტორინგში ვიქნებით. ცხადია, რომ ყველას ინტერესში უნდა იყოს რომ მისი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. სამარტოო საკანში არ არის, მასთან ერთად საკანში სხვა პატიმარიც არის“, – განაცხადა ჯანდიერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img