თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

Published:

მოსამართლე ნინო ენუქიძემ პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საქმეზე თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე საქმეზე ანი ქავთარაძეს კი 5 000-ლარიანი ჯარიმა.

შეგახსენებთ, თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს ედავებიან იმას, რომ მათ მირიან ქავთარაძეს მიმართეს შემდეგი სიტყვებით: „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.

თორნიკე სხვიტარიძე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმაა

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img