საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, თუ ის დაადასტურებს, რომ მშვიდობისთვის მზად არ არის, – მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ამის შესახებ სინგაპურში განაცხადა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტურნეს ფარგლებში იმყოფება.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ კითხვაზე კომენტირებისას მაკრონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი ერთგულება, თუ რუსეთი დაადასტურებს, რომ მშვიდობისთვის მზად არ არის. საფრანგეთის ლიდერის თქმით, ეს ამერიკელებისთვის ნდობის ტესტი იქნება.
„48 საათის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მოუთმენლობა გამოხატა. ახლა საკითხავი ის არის, ვქნათ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ“, – აღნიშნა მაკრონმა.
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების პოზიციაზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი თანმიმდევრული და სანდოები არიან.
„ჩვენ არ შევცვლილვართ, კვლავ გვჯერა საერთაშორისო წესრიგის, თანამშრომლობის, ღია ვაჭრობისა და წესების პატივისცემის“, – აღნიშნა მაკრონმა