სამხრეთ კორეაში საზღვაო ძალების თვითმფრინავი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა

Published:

სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების ცნობით, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 4 ადამიანი იმყოფებოდა, ქალაქ პოჰანგში, სამხედრო ბაზასთან ახლოს ჩამოვარდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 13:43 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, საზღვაო ძალები ავიაკატასტროფის მიზეზის და დაშავებულთა რაოდენობის დაზუსტებას ცდილობენ.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img