რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის

Published:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, არ „დახურონ კარი“ კონფლიქტის მოსაგვარებლად დიალოგისთვის. ამის შესახებ მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა. იუწყება Le Monde.

თურქეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში 2 ივნისს განახლდება. მისი თქმით, თურქეთი მხარეებთან კონტაქტშია.

„ჩვენ კონტაქტში ვართ რუსეთთან და უკრაინასთან… კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არ უნდა დახურონ კარი, ვიდრე ის ღიაა“, – თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ყოველი შეხვედრის დროს ახსენებს მათ, რომ დიალოგის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

„ჩვენს რეგიონში ამ დიდი ხანძრის ჩაქრობა ჰუმანიტარული მოვალეობაა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img