მოსკოვმა და თბილისმა შესაძლოა კიდევ უფრო გააქტიურონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დაჩქარება არ არის საჭირო, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საკითხი ეხება საჰაერო მიმოსვლის შემდგომ გააქტიურებას, მათ შორის პირდაპირი რეისების განხორციელებას. ერთი სიტყვით, ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის“, – აღნიშნა მან.
როგორც კარასინმა განმარტა, „იდეალური იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობების სრული აღდგენის საკითხი ახლავე გადაწყდეს“.
„მაგრამ თუ ამას მოგვიანებით გადავდებთ და რეალურ ურთიერთობებს ნიშნების გარეშე განვავითარებთ, ესეც იმუშავებს. მე ვფიქრობ, რომ თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით.
მთავარი ის არის, რომ ამ ურთიერთობებს ხელი არ შეუშალონ, იმავე ევროპელებმა, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული ქმედებების ჩადენას აიძულებენ, ამ ურთიერთობებში ბზარი არ შეიტანონ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, – აღნიშნა კარასინმა.