უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიას განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი სწავლება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს.