ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ხალხს,- ამის შესახებ გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.
გელა გელაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ვახტანგ გომელაურს, მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს“,- აღნიშნა გელა გელაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.