დონალდ ტრამპი – კანადა 51-ე შტატად გახდომის სანაცვლოდ „ოქროს გუმბათის“ უფასოდ შეთავაზებას განიხილავს

Published:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადა განიხილავს შეთავაზებას, რომ „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით უსასყიდლოდ დაცვის სანაცლოდ, შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს.

„მე ვუთხარი კანადას, რომელსაც ძალიან სურს ჩვენი ზღაპრული „ოქროს გუმბათის“ სისტემის ნაწილი იყოს, რომ ეს 61 მილიარდი დოლარი დაუჯდება, თუ ისინი ცალკე, მაგრამ არათანასწორ ერად დარჩებიან, მაგრამ ნული დოლარი დაუჯდებათ, თუ ჩვენი საყვარელი 51-ე შტატი გახდებიან. ისინი ამ შეთავაზებას განიხილავენ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ თვის დასაწყისში დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს იყიდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img