ქობულეთში, 55 წლამდე მამაკაცი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
არსებული ცნობებით, მამაკაცი ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში იყო დასაქმებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, იგი მწყობრიდან გამოვიდა, შეკეთებას თავად შეეცადა, თუმცა ტექნიკა მოულოდნელად დაგორდა და მამაკაცი მოიყოლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.