ზვიად ცეცხლაძის მამა – ბრალდებულები ცალსახად სახლში არიან გასაშვები, არაფერი უმტკიცდებათ

Published:

ბრალდებულები ცალსახად სახლში არიან გასაშვები, რადგან არაფერი უმტკიცდებათ, არაფერი უდგინდებათ, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კარგი მოლოდინები არ აქვს.

„ნორმალური სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა სასამართლოც გვაქვს. შესაბამისად კარგი მოლოდინები არ გვაქვს“, – განაცხადა ცეცხლაძემ.

რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ აქციას, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ღონისძიებაზე ის და სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც აუცილებლად იქნებიან.

„26 მაისის ღონისძიებაზე აუცილებლად ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც მოვლენ და ერთად ჩავატარებთ ამ ღონისძიებას. საპროტესტო ღონისძიების სახე აღარ აქვს. პრეზიდენტის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ უფრო საზეიმო ხასიათი მისცა, ყველამ უნდა ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად ჩვენც ვუერთდებით“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img