ბილბაოს “სან მამესზე” პრემიერლიგური ჯახი “ევროპა ლიგის” თასისთვის, “ტოტენჰემის” გამარჯვებით დასრულდა და “დეზებმა” 2008 წლის (ინგლისის ლიგის თასი) შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვეს.
ამასთან, ლონდონელებისთვის ეს პირველი ევროტრიუმფია 41 წლის შემდეგ. და კიდევ – ამ გამარჯვების წყალობით, გაისად “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
ამრიგად, ენჯი პოსტეკოღლუმ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის მე-100 მატჩი დიდი გამარჯვებით აღნიშნა. პლუს ამას, ეს იყო “დეზების” 150-ე გამარჯვება ევროტურნირებზე.