Reuters – „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

Published:

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩამოაგდო.

„ჰუსიტების“ პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, 18 მარტიდან დღემდე, მას შემდეგ რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები განაახლეს, „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით 37 ბალისტიკური რაკეტა და სულ მცირე 10 დრონი გაუშვეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img