ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკვლის ფაქტს ეხმაურება.
ჰერცოგი აცხადებს, რომ განადგურებულია ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობით.
„ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება. ჩვენი გულები დაღუპულთა ახლობლებთან არის.
ამერიკა და ისრაელი გაერთიანებული იდგებიან ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. ტერორი და სიძულვილი ვერ გაგვტეხს“, – აღნიშნავს ჰერცოგი.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.
აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.