ერევანი-ბათუმი-ერევნის რეისზე სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან იმოძრავებს

Published:

ერევანი-ბათუმი- ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება — აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს “საქართველოს რკინიგზამ” ხელი მოაწერა შეთანხმებას სს “სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან”.

შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1 ოქტომბრამდე შესრულდება.

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img