ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და სხვები, სოციალურ ქსელში ჩანაწერს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს.
“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს, უნდათ რომ საქართველო ქართველებისგან დაცალონ ! არ გამოვა ეგ ამბავი! ბრძოლა ბოლომდე” – წერს გაბიტაშვილი.
მისივე თქმით, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას აღარ გაუგრძელდეს მოქალაქეობა.