აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინდა. მეტასტაზები ძვლებზეც არის გავრცელებული. ამის შესახებ The New York Times ნაიდენის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიაგნოზი მას შემდეგ დაისვა, რაც ექიმებმა ბაიდენის პროსტატაზე „პატარა კვანძი“ აღმოაჩინეს, რომელიც „შემდგომ შეფასებას“ საჭიროებდა.
ბაიდენის სიმსივნე ხასიათდება გლისონის 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) და ძვალში მეტასტაზებით…
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიული ფორმაა, კიბო, როგორც ჩანს, მგრძნობიარეა ჰორმონების მიმართ, რაც მისი ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა,“ – განაცხადა პრესმდივანმა.
პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ.