სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

Published:

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც საქმის პროკურორმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ის დასკვნით სიტყვაში იმ მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც საქმეზე მოპოვებული აქვთ. ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

შემდეგ სხდომაზე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას. ამ დროისთვის უცნობია, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს თუ არა მათე დევიძე.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img