ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, მომდევნო ათი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ – მარკო რუბიო

Published:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ნატო-ს ყველა წევრი შეთანხმდა ივნისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე მომდევნო ათი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე დახარჯოს. იუწყება Reuters

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეერთებული შტატები ნატო-ს მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების მშპ-ის მინიმუმ 5%-მდე გაზრდას მოითხოვს.

რუბიოს თქმით, ექვს კვირაში ჰააგაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, ნატო-ს თითქმის ყველა წევრს მშპ-ის ხარჯი 2% ან მეტი ექნებ

„ყველა შეთანხმდა მიზანზე, რომ მიაღწიონ 5%-ს მომავალი ათწლეულის განმავლობაში. ეს ისტორიული მომენტია, თუ განხორციელდება. ეს არის ის, რაზეც შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები“, – აღნიშნა რუბიომ.

ნატოს სამიტი ნიდერლანდებში 24-25 ივნისს გაიმართება.

მედიის ცნობით, ნატო თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-ის გამოყოფის შესახებ ტრამპის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გეგმას ამუშავებს. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, თავდაცვის ხარჯი მშპ-ის 5%-მდე გაზარდოს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img