ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Published:

დღეს, 16 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ზაქარია მაისურაძის III შესახვევში, N3-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 16 მაისს დღის 15:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს 16 მაისს, 15:00 საათიდან 17 მაისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, გიორგი წმინდას, სოფელ გლდანს, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის და მებაღიშვილის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img