ევროპარლამენტარი ლენა შილინგი – მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია, ის, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს, უმეტეს ქვეყნებში სისხლის სამართლის საქმედ არ ჩაითვლება 

Published:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი.

ევროპარლამენტარმა მედიას განუცხადა, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის საქმე პოლიტიკურია.

შილინგის თქმით, მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია

“მზია ამაღლობელის საქმე ეს არის პოლიტკური საქმე! მე აქ ვარ, როგროც ევროპარლამენტარი რათა განვაცხადო, რომ ეს საქმე არის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ჩვენი მხრიდანმ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ვაკვირდებით მოვლენბს. ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა, მე ვიყავი კონფერენციაზე აზერბაიჯანში, სადაც ასევე ვსაუბრობდით დაკავებულ ჟურნალისტზე”, – ამბობს შილინგი. 

ლენა შილინგის თქმით, მისი სურვილია საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია.

„მე ნამდვილად მინდა, რომ საქართველო ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნდეს და რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. ეს საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია, რადგან თუ ჟურნალისტი ხმას ამოიღებს, ეს პოლიტიკური საქმეა. ის, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს, ნამდვილად ისეთი რამაა, რაც უმეტეს ქვეყნებში სისხლის სამართლის საქმედ არ ჩაითვლება. ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ეს საერთოდ არ არის სისხლის სამართლის საქმე,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img