Reuters – რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინული დელეგაციის შეხვედრის საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია

Published:

უკრაინელმა დიპლომატიურმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ სტამბოლში ჩასულ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შეხვედრის საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია. იუწყება უკრაინული მედია.

წყარომ აღნიშნა, რომ თუ რუსული დელეგაცია მზად იქნება „სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, უკრაინული მხარე შესაძლოა დიალოგს დათანხმდეს.

მაგრამ თუ რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებისადმი სერიოზულ მიდგომას არ აჩვენებს, „ჩვენ გვექნება უფლება დავასკვნათ, რომ ეს რუსული თამაშია და არა მშვიდობის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო“.

ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში არის დაგეგმილი.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ, რუსეთის განცხადებების საპასუხოდ, რომ მოლაპარაკებები ხუთშაბათის მეორე ნახევრამდე გადაიდო, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრის დრო განსაზღვრული არ არის.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, ანკარის აეროპორტში დაშვების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრის შემდეგ მიიღებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img