„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Published:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, 16 მაისს, სამგორის სატუმბო სადგურის ტუმბო-აგრეგატებზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 16 მაისს დღის 12:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 მაისს, დღის 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის ზემო პლატოს, თრიალეთის ქუჩა N18-52, N11-47, ფანასკერტელი-ციციშვილის, აბაშვილის, კალოუბნის ქუჩა N2-18, N32, 33, 34, 35, 35ა, 36, 36ა, 38, 40, შუამთის ქუჩა „ა“ და „ბ“ კორპუსებს, ხომლელის, ირინა შტენბერგის, მაისურაძის, ჯავახეთის ქუჩა N23-31, N 51-75, აეროდრომის მე-7, მე-9, აეროდრომის მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 ქუჩებს, ბზითაგორის, ზურაბ აბულაძის და ბრილების ქუჩებს, ზურაბ ნაირაშვილის 1 გასასვლელს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს.

ორხევის დასახლებაში: ფიროსმანის, სააკაძის, დ. კაკაბაძის ბანეთიშვილის, ესენინის, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img